Aa
Aa

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდაა

საქართველოს ნაკრებისა და „ბუდუჩნოსტის“ ცენტრი, გოგა ბითაძე, ადრიატიკის ლიგის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა „ცრვენა ზვეზდას“ წარმომადგენელ ბორიშა სიმანიჩს და „პეტროლ ოლიმპიას“ რიგებში მოასპარეზე ლუკა შამანიჩს აჯობა.

გოგამ საუკეთესოს სტატუსი გამოკითხვის შედეგად დაისაკუთრა, რომელშიც მონაწილეობა ადრიატიკის ლიგაში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებმა, გულშემატკივრებმა და კომისიის წევრებმა მიიღეს.

ბითაძე პირველ ადგილზე 42 პროცენტით გავიდა. სიმანიჩმა 24 % დაისაკუთრა, ხოლო შამანიჩი 15.5 პროცენტს დასჯერდა. გამოკითხვაში მწვრთნელთა შეფასება ქულათა 60 %-ს შეადგენდა, ქომაგთა -30-ს, ხოლო კომისიის წევრების - 10-ს.

აღსანიშნავია, რომ გოგამ, როგორც მწვრთნელთა, ასევე გულშემატკივართა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და კომისიის რჩეულიც გახდა.

ბითაძე ადრიატიკის ლიგაში მეორე სეზონს ატარებს. შარშან იგი "მეგა ბიმაქსის" ღირსებას იცავდა, 2018 წლის დეკემბერში კი "ბუდუჩნოსტში" გადავიდა. გოგა საშუალოდ 16.3 ქულას, 6.4 მოხსნას, 2 დაფარებას და 0.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს. მისი შეფასების კოეფიციენტი კი +20-ია.

ასევე იხილეთ - რა ხდებოდა ბორჯღალოსნების თვითმფრინავში რუსეთთან მოგების შემდეგ?!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები