ველომრბოლელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა
Aa
Aa

ველომრბოლელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა

19 წლის ბელგიელი ველომრბოლელი, სტეფ ლუსი, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა. იგი ალფრედ გადენის სახელობის გრან პრის ეგიდით გამართულ შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას, როცა სატვირთო მანქანა დაეჯახა.

ლუსის გარდა ავარიაში კიდევ ორი ველომრბოლელი მოყვა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტეფი რამდენიმე წუთის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით სპორტსმენებმა არასწორი ინფორმაცია მიიღეს და ტრაგედია სწორედ ამიტომ დატრიალდა. როგორც ირკვევა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც მათთვის სიგნალის მიცემა ევალებოდა, შეცდომა დაუშვა და ველომრბოლელები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გაგზავნა. 

ეს ყველაფერი ჟურნალისტებთან საუბრისას სტეფ ლუსის გუნდის წარმომადგენელმა, ჯეფ რობერტმაც, დაადასტურა. სამართალდამცველებს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეჯახების შედეგად ლუსმა თავისა და მუცლის არეში მიიღო ტრავმა. რუბენ აპერსის და იონას ბრესელირსის სიცოცხლის გადარჩენა კი რამდენიმე რთული ოპერაციის შემდეგ მოხერხდა.

ასევე იხილეთ - რა ხდებოდა ბორჯღალოსნების თვითმფრინავში რუსეთთან მოგების შემდეგ?!

ცხელი ამბები