Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 111 – 105

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ სეზონის დასკვნით ნაწილს ბრწყინვალედ ატარებს. „სპურსის“ კალათბურთელებმა მიჯრით მეცხრე მოგება მიითვალეს და ამჯერად „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგობა დაძლიეს.

„სპურსს“ 26 ქულით დემარ დეროუზენმა ულიდერა. ლამარკუს ოლდრიჯმა აქტივში 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. რუდი გეი 17 ქულას დასჯერდა, პეტი მილსი კი 10 ქულით გამოირჩა.

„მეომრების“ რიგებში საუკეთსო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა დააგროვა. კევინ დურანტმა 24 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი, კლეი ტომპსონი კი 14 ქულას დასჯერდა.

ბოსტონი - დენვერი 105 – 114

კაირი ირვინგის „ბოსტონი“ გაცემულ ავანსებს ნამდვილად ვერ ამართლებს. „კელტებმა“ მორიგი შეხვედრა დათმეს და ამჯერად ნიკოლა იოკიჩის „დენვერთან“ დამარცხდნენ.

„ნაგეთსის“ რიგებში საუკეთესო სწორედ სერბი კალათბურთელი გახლდათ. მან აქტივში 21 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. უილ ბარტონი 20 ქულით გამოირჩა. გერი ჰერისი კი 16 ქულას დასჯერდა.

“ბოსტონს“ კაირი ირვინგმა ულიდერა და 30 ქულა დააგროვა. ელ ჰორფორდმა თავი 20 ქულას მოუყარა. მარკუს მორისმა კი მატჩი 13 ქულით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - დეტროიტი 126 – 119

ვაშინგტონი - იუტა 95 – 116

ტორონტო - ნიუ იორკი 128 – 92

ოკლაჰომა - მაიამი 107 – 116

დალასი - ნიუ ორლეანი 125 – 129

ფინიქსი - ჩიკაგო 101 – 116

პორტლენდი - ინდიანა 106 – 98

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები