ბასილაშვილი მაიამის მასტერსს მე-2 წრიდან დაიწყებს
Aa
Aa

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს მე-2 წრიდან დაიწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილზეა, მაიამის მასტერსზე კი მე-17 ნომრად გახლავთ განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელი მაიამიში პირველი რაუნდიდან თავისუფალია, მეორე წრეში კი მიშა ზვერევისა და ნიკოლა კუნის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.

ზვერევი ბოლო დროს საშინელ ფორმაშია და აგვისტოს შემდეგ ATP-ს ეგიდით მატჩი არ მოუგია, მისი ეს სერია უკვე 11 შეხვედრას ითვლის. რაც შეეხება ნიკოლა კუნის, იგი 2000 წელს გახლავთ დაბადებული და საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება. სერიოზული წარმატებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია, ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში კი 255-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის ტურნირის წინა წლის გათამაშებაში მე-2 წრეში გავიდა. ასე რომ, სარეიტინგო ქულების გაზრდის კარგი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები