Aa
Aa

მაროტა: "იკარდი ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე ფეხბურთელია"

„ინტერის“ გენერალური დირექტორს, ბეპე მაროტას, იმედი აქვს, რომ მაურო იკარდი გუნდს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. არგენტინელ ფეხბურთელს „ნერაძურის“ რიგებში 13 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და გავრცელებული ინფორმაციით მუხლის ტრავმა აწუხებს. თუმცა იტალიური გამოცემები სხვა აზრზე არიან. მათი თქმით მაუროს თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.

ბეპე მაროტამ ჟურნალისტებთან სწორედ იკარდის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „იმედი მაქვს სიტუაცია თავისით მოგვარდება. „ინტერი“ ოჯახია, სადაც მშობლებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რათა შვილებმა ზრდა განაგრძონ და პროგრესს მიაღწიონ“.

„იმედი მაქვს პრობლემებს უმოკლეს დროში გადავჭრით. იკარდი ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელმაც „ინტერისთვის“ ბევრი რამ გააკეთა და საკუთარი რესურსი ჯერ არ ამოუწურავს“.

„ახლა მას მუხლის ტრავმა აწუხებს. ვიმედოვნებ სარეაბილიტაციო პერიოდი უმოკლეს დროში დასრულდება და მაურო გუნდს უახლოს პერიოდში დაუბრუნდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები