ხაბიბი გატუზოზე:
Aa
Aa

ხაბიბი გატუზოზე: "ამ ნაძირალას ვინ იცნობს?" - ნურმაგომედოვი მილანურ დერბის დაესწრო

კვირას გამართულ "დერბი დელა მადონინას" UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაესწრო.

ცნობილი ამბავია, რომ ხაბიბი "ინტერის" ქომაგია. ნურმაგომედოვმა მატჩით ისიამოვნა და ფოტოც გადაიღო, რომელიც საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე განათავსა და შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"რა წარმოუდგენელი მატჩი იყო დღეს მილანში. ამ დაპირისპირებას ბავშვობიდან არ ვტოვებ, რადგან ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დერბია. ახლა თვითონ შევძელი ამ მატჩზე დასწრება და მთელი იტალიური მშვენების ახლოდან ხილვა".

ხაბიბმა სოციალურ ქსელში მეორე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც გატუზო იყო აღბეჭდილი. UFC-ის მებრძოლმა "რინოს" ნაძირალა უწოდა: "ამ ნაძირალას ვინ იცნობს?"

რა თქმა უნდა, ხაბიბმა გატუზო დადებით კონტექსტში მოიხსენია. იმედია, რომ ასეა...

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" შეხვედრა 3:2 მოიგო. ბუკმეიკერთა უმრავლესობა "როსონერის" ფავორიტად თვლიდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

ასევე იხილეთ - ვატო არველაძე: ''რაიოლა დამეხმარება თუ თავს დიდებულად წარმოვაჩენ''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები