რონალდუს სიმეონესთვის პასუხის გაცემა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს - უეფა საქმეს იძიებს
Aa
Aa

რონალდუს სიმეონესთვის პასუხის გაცემა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს - უეფა საქმეს იძიებს

კრიშტიანუ რონალდუსა და "იუვენტუსს" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გატანილი მესამე გოლის აღნიშვნა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

როგორც იცით, კრიშტიანუმ დიეგო სიმეონეს კვერცხების ჟესტი უპასუხოდ არ დატოვა და გოლი თავად უფრო მძაფრად აღნიშნა.

რონალდუმ და კლუბმაც ყველა ბრალდება უარყვეს და გამოძიების შეწყვეტაც სურდათ, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.

UEFA-მ გაავრცელა განცხადება, რომ დისციპლინარული კომიტეტი ამ ეპიზოდს იძიებს და 21 მარტს დასკვნაც გამოქვეყნდება, რის შემდეგაც რონალდუს ბედი გაირკვევა.

თავად დიეგო სიმენოეს დისკვალიფიკაცია თავიდან აარიდეს და მხოლოდ 20 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

რადგან კრიშტიანუს ქმედება უფრო აგრესიული იყო, ევროპული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ის უფრო მკაცრად დაისჯება.

"არამგონია, მე ვფიქრობ რომ ყველა მოთამაშე გოლს თავისებურად აღნიშნავს. რონალდუს შემთხვევაში უცნაური არაფერი დამინახავს, უბრალოდ აღნიშვნა. არ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუს დისკვალიფიკაციას მისცემენ", - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

ამ ყველაფერზე პასუხს 21 მარტს გავიგებთ. აქვე გეტყვით, რომ ტურინელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ჰოლანდიის დედაქალაქში გაიმართება.

ასევე იხილეთ - მესი: "არ მახსოვს ჩემს კარიერაში მსგავსი რამ ოდესმე მომხდარიყოს“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები