Aa
Aa

"ბარსამ" დემბელეს შემდეგ სარესიც დაკარგა, თუმცა დიდი ხნით არა

"ბეტისთან" ჩატარებული საოცარი თამაშის შემდეგ "ბარსამ" ლუის სუარესი დაკარგა და შესანიშნავი განწყობა ცოტათი გაიფუჭა.

დღეს ურუგვაელი ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმე ოფიციალურად დადგინდა. "ელ პისტოლეროს" კოჭის არეში მცირე დაჭიმულობა აქვს და მოედანს 10-15 დღით ჩამოშორდა.

როგორც მოგეხსენებათ ტრავმირებულია უსმან დემებელეც, თუმცა "ბარსას" აშკარად გაუმართლა და სანაკრებო პაუზამ დროულად მოუსწრო.

ასე რომ, ლუის სუარესი მაქსიმუმ "ესპანიოლთან" გასამართ კატალონიურ დერბის დააკლდება და ამის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება. არის შანსი, რომ ურუგვაელმა 30 მარტს ამ შეხვედრაშიც ითამაშოს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა "ბეტისის" ძლევის შემდეგ უახლოეს მდევარს მადრიდის "ატლეტიკოს" 10 ქულით გადაასწრო და ლა ლიგის მორიგ ტიტულთან ძალიან ახლოსაა.

"ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 10 აპრილს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

ასევე იხილეთ - ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხებული უხერხული მეტოქე!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები