მაკგრეგორი: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს“
Aa
Aa

მაკგრეგორი: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს“

30 წლის კონორ მაკგრეგორს UFC-ის ეგიდით 7 ოქტომბრის შემდეგ არ უჩხუბია. როგორც მოგეხსენებათ მაშინ ირლანდიელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და დაღესტნელს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

შერკინების შემდეგ ჩხუბი ატყდა, რომელშიც ორივე სპორტსმენი მონაწილეობდა. ნევადას სპორტულმა კომისიამ მათ ეს გამოხტომა არ აპატია და ოქგატონზე გამოსვლა რამდენიმე თვით აუკრძალა. კონორის დისკვალიფიკაცია აპრილში სრულდება. ABC-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას მაკგრეგორმა საკუთარი გულშემატკივრები გაახარა და აღნიშნა, რომ საყვარელ საქმიანობას უახლოეს მომავალში გააგრძელებს.

ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დაბრუნებას ივლისისთვის ვგეგმავ. ვნახოთ რა მოხდება. ყველაფრისთვის მზად ვარ. დღეს დილით სარბენ ბილიკზე ვვარჯიშობდი და უკვე კარგ ფორმაში ვიმყოფები".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მაკგრეგორის მომავალ მეტოქედ დონალდ სერონის ასახელებდნენ. თუმცა „კოვბოის“ თქმით ირლანდიელმა უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც გაიგო, რომ მათი შერკინება დღის მთავარი ორთაბრძოლა არ იქნება.

სერონის შემდეგ ნეით დიაზის შესახებ ალაპარაკდნენ და თუ უცხოურ გამოცემებს დავუჯერებთ მაკგრეგორი სწორედ ამ უკანასკნელთან ორთაბრძოლით დაბრუნდება.

ასევე იხილეთ - "Crystalbet ეროვნული ლიგის" მეოთხე ტურის ვიდეო მიმოხილვა

ცხელი ამბები