სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "არსენალში გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ ჯერარდმა გადამაფიქრებინა"

2013 წელს „ლივერპულის“ რიგებში გატარებული ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ ლუის სუარესს „ენფილდის“ დატოვება და კარიერის „არსენალში“ გაგრძელება სურდა. ურუგვაელს წასვლა მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა საქმეში სტივენ ჯერარდი ჩაერია. ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა თანაგუნდელს „ემირეითს სთედიუმზე“ გადაბარგება გადააფიქრებინა.

Otro-სთან საუბრისას საურესმა სწორედ ეს ეპიზოდი და „სტივი ჯის“ სიტყვები გაიხსენა: „იმ წელს ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ სეზონი საშინლად ჩავამთავრეთ. ამიტომ „არსენალში“ გადასვლას ვაპირებდი და მზად ვიყავი „მეთოფეთა“ რიგებში სათამაშოდ ყველაფერი გამეკეთებინა. ამ დროს სტივენ ჯერარდი მოვიდა და მითხრა: „გპირდები თუ კიდევ ერთი წელი დარჩები ბრწყინვალე სეზონს ჩაატარებ და შენს შეჩერებას ვერავინ მოახერხებს. შემდეგ „ბაიერნის“, „ბარსელონას“ და „რეალის“ დონის გუნდებში შეგეძლება წასვლა, მაგრამ ახლა უკეთესი იქნება თუ არ დაგვტოვებ, რადგან „არსენალში“ მწვერვალებს ნამდვილად ვერ დაიპყრობ“.

„ჯერარდთან გამართული დიალოგის შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე. ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ „ლივერპულიდან“ წასვლას არ ვაპირებდი. სტივენმა "არსენალში" გადასვლა გადამაფიქრებინა. მისმა სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს, რადგან ამ ყველაფერს ვისმენდი იმ ადამიანისგან, ვინც ჩემზე ზრუნავდა და სურდა კარგად ვყოფილიყავი“.

ასევე იხილეთ - "Crystalbet ეროვნული ლიგის" მეოთხე ტურის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები