სტალონე:
Aa
Aa

სტალონე: "კონორი UFC-ში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ"...

სილვესტერ სტალონე არა მხოლოდ შერეული ორთაბრძოლების დიდი გულშემატკივარი, არამედ UFC-ის აქციების მფლობელია. ამერიკელ მსახიობს ოქტაგონზე გამართული შერკინებების ხილვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რაც წარსულში არაერთხელ აღუნიშნავს.

სტალონე UFC-ის შესახებ ჟურნალისტებთან ხშირად ნამდვილად არ საუბრობს, მაგრამ TMZ Sports-სთვის მიცემული მოკლე ინტერვიუ იშვიათი გამონაკლისი გამოდგა. სილვესტერი კონორ მაკგრეგორის გარშემო არსებულ სიტუაციას შეეხო.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მებრძოლი რამდენიმე დღეა უცხოური მედიის განხილვის საგანია. ფლორიდაში ყოფნისას იგი ერთ-ერთ გულშემატკივარს დაუპირისპირდა და ტელეფონი წაართვა, რის გამოც დაკავებული გახლდათ.

სტალონე თვლის, რომ მაკგრეგორს რთული პერიოდი უდგას და მიაჩნია რომ ხაბიბთან მატჩრევანში აუცილებელია: „ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ კონორ მაკგრეგორი ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე დგას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ შიში ვერ დასძლია და ის კაცი (ხაბიბი) ვერ დაამარცხა, ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯება“.

„ჩემი აზრით კონორმა პირველი შეხვედრა იმიტომ წააგო, რომ ორთაბრძოლისას ამპარტავანი ადამიანივით მოქმედებდა... მან ხელები დაუშვა... მაშინ, როცა მაკგრეგორს თავი უნდა დაეცვა, მეტოქეს მიუახლოვდა და ამის გამო დაისაჯა“...

„კონორი UFC-ში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ ხაბიბის სახით ღირსეულ ოპონენტს გადაეყარა. ახლა UFC-ის ორი ღმერთი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის“.

„სიმართლე გითხრათ მატჩრევანშის ხილვა მსურს და ჩემთვის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. სულერთია მოიგებ თუ წააგებ. მთავარია წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთო და თუ დამარცხდი შენმა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლე. ჩემპიონები ზუსტად ასე იქცევიან. ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ და სიდიადეს სწორედ ასეთი დამოკიდებულება განაპირობებს“.

ასევე იხილეთ - შარიქაძე: ''მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა''

ცხელი ამბები