Aa
Aa

ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხებული უხერხული მეტოქე!

"ჰარუ ბაშოს" მეცხრე დღეს ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე მისთვის უხერხულ მეტოქეს, შოდაის, დაუპირისპირდა. იაპონელი რიკიში მიმდინარე ტურნირს საშინლად ატარებს და რვა ორთაბრძოლიდან ყველა წაგებული ჰქონდა.

ტოჩინოშინს შოდაის წინააღმდეგობის დაძლევა მუდამ ძალიან უჭირდა. უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრიდან იაპონელმა ხუთივეში იმარჯვა და ჯამში გამართული12 შერკინებიდან ლევანი 7-ჯერ ჰყავდა დამარცხებული.

საბედნიეროდ დღევანდელი შეხვედრა გამონაკლისი გამოდგა. გორგაძემ ზედრამატულ ჯახში იმარჯვა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გაიფორმა. 

ამრიგად ტოჩინოშინის ანგარიშზე 6 მოგება და 3 წაგებაა. ჩვენებურს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად ორი მოგებაღა სჭირდება!

ხვალ ლევან გორგაძე ოძეკის წოდების მქონე გოეიდოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა დღეს დასანანი მარცხი იწვნია და ტოჩინოშინთან ჯახს 7 მოგებითა და 2 წაგებით ხვდება. ქართველი რიკიში გოეიდოს 26-ჯერ დაუპირისპირდა და 10-ჯერ სძლია.

ასევე იხილეთ - შარიქაძე: ''მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა''

ცხელი ამბები