Aa
Aa

სარი: "ყველაფერი წინაა"

მაურიციო სარის „ჩელსი“ ბოლო პერიოდში სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. „არისტოკრატების“ მიერ ნაჩვენები შედეგით ლონდონელი გულშემატკივარი დიდი ხანია უკმაყოფილოა და გამონაკლისი არც „ევერტონთა“ გამართული მატჩი აღმოჩნდა.

„ლურჯებმა“ „კანფეტებს“ ვერაფერი დაუპირისპირეს და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. მასპინძელთა მხრიდან რიშარლისონი და სიგურდსონ გამოირჩნენ, „ჩელსის“ რიგებში კი ლიდერის ფუნქციების საკუთარ თავზე აღება ვერავინ მოახერხა.

„გუდისონ პარკზე“ წაგებული შეხვედრის შემდეგ „არისტოკრატებმა“ მეოთხეადგილოსან „არსენალთან“ სხვაობის შემცირება ვერ შეძლეს და „მეთოფეებს“ კვლავ 3 ქულით ჩამორჩებიან. მიუხედავად ამისა „სტემფორდ ბრიჯის“ მკვიდრების დამრიგებელი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და სჯერა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრებას მოახერხებს.

„ჯერ ყველაფერი წინაა. სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი. გამორიცხული ნამდვილად არაა საუკეთესო ოთხეულში მოვხვდეთ. 8 შეხვედრაში სამქულიანი სხვაობის აღმოფხვრა სავსებით რეალურია. თუმცა აუცილებელია თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ“.

„ევერტონთან“ მატჩის პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გავჩერდით. წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ მოხდა. სავარაუდოდ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები