Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

მილუოკი - ფილადელფია 125 – 130

NBA-ის ქომაგებმა „ფისერვ ფორუმზე“ ნამდვილი თრილერი იხილეს. „მილუოკი ბაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

„ხარირმების“ ბერძენმა კალათბურთელმა, იანის ანტეტოკოუნმპომ, კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 52 ქულა დააგროვა. თუმცა მაიკ ბუდენჰოლცერის ბიჭებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც ვერ მოახერხეს. იანისის გარდა კრის მიდლტონმა 19 ქულა გააკეთა. ბრუკ ლოპესი კი 14 ქულას დასჯერდა.

„სიქსერსის“ რიგებში 40 ქულით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. ჯიმი ბატლერმა 27 ქულა ჩააგდო. ჯეი ჯეი რედიკმა კი თავი 19 ქულას მოუყარა.

დეტროიტი - ტორონტო 110 – 107

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. დუეინ კეისის გუნდმა უკანასკნელი 9 შეხვედრიდან შვიდი მოიგო და გამარჯვება ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ „ტორონტო რეპტორსთანაც“ იზეიმა.

„ტორონტოსთან“ შეხვედრაში დრამონდმა 15 ქულა, 17 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. დეტროიტელთა მხრიდან საუკეთესო კი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც მატჩი 25 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 13 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. ქართველი კალათბურთელი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ და გუნდს 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ბლოკი შესძინა.

სხვა მატჩების შედეგები

ნიუ იორკი - ლეიკერსი 124 - 123

მაიამი - შარლოტი 93 - 75

ორლანდო - ატლანტა 101 - 91

საკრამენტო - ჩიკაგო 129 - 102

ჰიუსტონი - მინესოტა 117 - 102

კლიპერსი - ბრუკლინი 119 - 116

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები