5 წლის მურთაზა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო
Aa
Aa

5 წლის მურთაზა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში, პატარა ბიჭუნას ფოტო მოხვდა, რომელსაც პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული ლიონელ მესის ფორმა ეცვა, ყველას გაუჩნდა სურვილი, ბიჭუნა მოეძებნათ და ეს გამოუვიდათ კიდეც. აღსანიშნავია, რომ მესის პატარა ფანის მოძებნა BBC-ის ჯგუფის ძალისხმევით მოხერხდა.

5 წლის ავღანელი ბიჭუნა მურთაზა აჰმადი თავის კუმირს, "ბარსელონას" ვარსკვლავს, ლიონელ მესის შეხვდება. მის პატარა ფანთან შესახვედრად, ზადყოფნა თავად ლიონელ მესიმ გამოთქვა.

მურთაზა ომგადატანილ ღარიბულ ქალაქ გაზნიში ცხოვრობს, რომელიც ავღანეთის სამხრეთით მდებარეობს. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და ლიონელ მესი.

„ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ლიონელ მესი. ერთხელაც მას შევხვდები. ძალიან მინდა, მას ვგავდე“ - თქვა მურთაზამ.

მურთაზას ოჯახს ავღანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა, პატარა ბიჭუნას „ბარსელონას“ ორიგინალი სათამაშო კომპლექტი აჩუქა და ასევე, დაჰპირდა, რომ ყველაფერს იზამდნენ მის კუმირთან, ლიონელ მესისთან შეხვედრის ორგანიზებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები