Mirror: ზიდანს სტერლინგის შეძენა სურს
Aa
Aa

Mirror: ზიდანს სტერლინგის შეძენა სურს

ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი სამიზნე რაჰიმ სტერლინგია.

24 წლის ინგლისელი ჩინებულ სეზონს ატარებს და გუარდიოლასთვის ის შეუცვლელი მოთამაშეა.

როგორც ჩანს, ზიდანისთვის პრემიერლიგის ვარსკვლავების გადაბირება პრიორიტეტულია. აზარისა და ერიკსენის შემდეგ ზიზუ სტერლინგს მიადგა.

სავარაუდოა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ბეილი მადრიდს დატოვებს, ხოლო მის პოზიციაზე ლუკას ვასკესის კანდიდატურა არც ისე სახარბიელოა. აქედან გამომდინარე ზიდანს ახალი გარემარბი სურს და ასეთად სტერლინგი მიაჩნია.

ტრანსფერმარკეტზე ინგლისელი ფეხბურთელი 108 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. წყარო მიიჩნევს, რომ მადრიდელებს ზიდანისთვის გამოყოფილი 350 მილიონი ევრო ახალი გუნდის ასაწყობად სრულიად საკმარისი იქნება.

რაჰიმ სტერლინგს "სიტისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 18 მილიონი ევროა.

ასევე იხილეთ - ხორვატ ფეხბურთელს გოლის დიეგო სიმეონეს სტილში აღნიშვნა ძვირად დაუჯდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები