Aa
Aa

ფაჩულიას "დეტროიტმა" "ლეიკერსი" დაამარცხა - ზაზა პლეი ოფს უახლოვდება, ლებრონი შორდება

გამთენიისას NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის დიდ ინტერესს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტისა" და ლებრონ ჯეიმსის "ლეიკერსის" ჯახი იწვევდა.

"პისტონსმა" ლოს ანჯელესელებს უმასპინძლა და 11:97 დაამარცხა.

ფაჩულიამ პარკეტზე 9 წუთი დაჰყო და მისი მონაგარი 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 ზუსტი გადაცემა იყო.

"ლეიკერსს" კვლავ ვერ ეხმარებოდა ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც საზარდულის პრობლემა აქვს.

სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი "გოლდენ სტეიტში" ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი ჯაველ მაკგი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 13 მოხსნა.

ტრადიციულად ორმაგი დუბლი ჰქონდა ანდრე დრამონდს - 19 ქულა, 23 მოხსნა.

ლენგსტონ გალოუეის "პისტონსის" მხრიდან ყველაზე მეტი 14 ქულა ჰქონდა.

ზაზას გუნდი ამ შეხვედრის შემდეგ 35 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს და პლეი ოფთან სკამაოდ ახლოსაც არის.

"დეტროიტი" მორიგ შეხვედრას 18 მარტს საკუთარ დარბაზში "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ლებრონსა და "ლეიკერსს", მათ ანგარიშზე 31 გამარჯვება და 38 მარცხია. დასავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან და პლეი ოფში მოხვედრის შანსებს ნელ-ნელა ემშვიდობებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები