Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ტორონტო - ლეიკერსი 111 – 98

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ მორიგი მარცხი განიცადა და პლეიოფისთვის ბრძოლას ალბათ საბოლოოდ გამოეთიშა. ლოს-ანჯელესელები ამჯერად აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტთან, „ტორონტოსთან“, დამარცხდნენ.

კანადელებს 25 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ნორმან პაუელმა აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. პასკალ სიაკამმა გუნდს 16 ქულა შესძინა, ხოლო მარკ გაზოლი 15 ქულით გამოირჩა.

„ლეიკერსს“ 29 ქულით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. რაჟონ რონდომ მატჩი 13 ქულით დაასრულა. ალექს კარუზომ კი 16 ქულა დააგროვა.

დენვერი - დალასი 100 – 99

დღევანდელი სათამაშო დღე კოლორადოში დაიხურა, სადაც „დენვერმა“ „დალასს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.

ტეხასელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა ბოლო წამებზე ნიკოლა იოკიჩს ვერაფერი დაუპირისპირეს და ამ უკანასკნელმა გამარჯვების მომტანი სროლა ჩააგდო.

„ნაგეთსს“ 33 ქულით მილსეპმა ულიდერა. იოკიჩმა 11 ქულა, 14 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ჯამალ მარი კი 12 ქულით გამოირჩა.

„დალასის“ მხრიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. ჯეილენ ბრანსონი 20 ქულას დასჯერდა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორმა კი თავი 17 ქულას მოუყარა.

ინდიანა - ოკლაჰომა 108 – 106

ორლანდო - კლივლენდი 120 – 91

ბოსტონი - საკრამენტო 126 – 120

იუტა - მინესოტა 120 - 100

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები