ძანეტი: ტურეს შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ
Aa
Aa

ძანეტი: ტურეს შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ

მილანის „ინტერის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა და ამჟამად გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ იაია ტურეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნერიაძური“ მის შესაძენად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

„იაია ტურე მსოფლიო დონის მოთამაშე და დიდი ჩემპიონია. მას „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი ძალიან კარგად იცნობს და გუნდში მისი ხილვის უდიდესი სურვილი აქვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კოტ’დივუარელი ფეხბურთელი ჩვენს რიგებს შეუერთდეს“ - განაცხადა ხავიერ ძანეტიმ

 

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში რობერტო მანჩინი იაია ტურეს 2010-2013 წლებში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები