ლუკა ანტონელი მილანში გადასვლით ბედნიერია
Aa
Aa

ლუკა ანტონელი მილანში გადასვლით ბედნიერია

„ჯენოას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ანტონელიმ „მილანში“ გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი ამ ფაქტით ძალიან ბედნიერია.

„მინდა მადლობა გადავუხადო "ჯენოას", იმისთვის რომ ამ ტრანსფერს ხელი არ შეუშალა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეეძლო ჩემი გენუურ კლუბთან დაშორება ეს "მილანი" იყო.  ძალიან ბედნიერი ვარ. ბატონ გალიანის უკვე ვესაუბრე, ინძაგის ჯერ-ჯერობით არა. თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას. ამ სეზონში 19-20 მატჩის ჩატარებას ვაპირებ, თუმცა ყველაფერს მწვრთნელიი გადაწყვეტს. „მილანს“ საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ვეცდები მოედანზე 110 პროცენტით დავიხარჯო და გუნდს წამყვან პოზიციებზე დაბრუნებაში დავეხმარო“ - განაცხადა ანტონელიმ

 

როგორც მოგეხსენებათ ფეხბურთელი „მილანმა“ ზაფხულამდე იჯარის წესით აიყვანა, ხოლო მისი გამოსყიდვა 5 მილიონად შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები