Aa
Aa

ბეილის აგენტი: "გარეტს სურს კარიერის დარჩენილი ნაწილი "რეალში" გაატაროს"

ზინედინ ზიდანის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გარეტ ბეილის მადრიდული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უელსელ ფეხბურთელს „ზიზუსთან“ კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს და რა მოხდება არავინ იცის.

ბეილსა და ზიდანს შორის გაჩენილი კონფლიქტის შესახებ გარეტის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა, ისაუბრა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელს ფრანგი სპეციალისტის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.

ბარნეტმა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის არსებული დაძაბულობის გამომწვევი მიზეზებიც დაასახელა: „გარეტს უნდოდა მისთვის სასურველ სტილში ეთამაშა, ზიდანი კი სხვა აზრზე იყო. დროთა განმავლობაში ყველაფერი გართულდა და პრობლემა სწორედ ამიტომ წარმოიშვა“.

ბეილის აგენტი უელსელის სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა: „ბეილი მადრიდში ბედნიერია და სურს კარიერის დარჩენილი ნაწილი „რეალში“ გაატაროს. ბუნებრივია თუ „სამეფო კლუბთან“ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ სხვა შეთავაზებებს განვიხილავთ. გარეტი ზინედინ ზიდანს უახლოეს მომავალში დაელაპარაკება და ვნახოთ რა მოხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები