Aa
Aa

კაირი ირვინგის ისტორიული მატჩი

ბრედ სტივენსის „ბოსტონ სელტიქს“ წლევანდელ სეზონში დიდი მიზნები აქვს. „კელტები“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტები არიან და ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

გამთენიისას ბოსტონელებმა საკუთარი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარეს და საშინაო კედლებში „საკრამენტო კინგზის“ წინააღმდეგობა დაძლიეს. „სელტიქსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კაირი ირვინგმა შეიტანა. 26 წლის სუპერვარსკლავმა 31 ქულა დააგროვა და აქტივში 12 შედეგიანი გადაცემა და 10 მოხსნა ჩაიწერა.

ირვინგი რაჟონ რონდოს შემდეგ „ბოსტონის“ რიგებში მოასპარეზე პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც 30 ქულაზე მეტი დააგროვა და თან სამმაგი დუბლი გაიფორმა. რონდომ ასეთი რამ 2012 წლის 12 თებერვალს, „ჩიკაგო ბულზის“ წინააღმდეგ გააკეთა.

კაირის გარდა „სელტიქსის“ მხრიდან მარკუს მორისი გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა. ჯეილენ ბრაუნმა კი შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

„საკრამენტოსთან“ მოპოვებული გამარჯვება ბოსტონისთვის 42-ე გამოდგა. „კელტები“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებენ და „ფილადელფიას“ ერთი, ხოლო „ინდიანას“ ორი მოგებით ჩამორჩებიან.

ბრედ სტივენსის ბიჭები მომდევნო შეხვედრას ერთ-ერთ აუთსაიდერთან გამართავენ და საშინაო კედლებში ტრეი იანგის და ჯონ კოლინსის „ატლანტა ჰოუქსს“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები