პიონტეკი:
Aa
Aa

პიონტეკი: "ბავშვობაში "არსენალის" გულშემატკივარი ვიყავი"

ზამთარში "მილანის" ხელმძღვანელობამ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და "ჯენოადან" კშიშტოფ პიონტეკი შეიძინა. პოლონელი თავდამსხმელი "როსონერის" იდეალურად მოერგო და გოლი გოლზე გააქვს. 23 წლის შემტევმა "შავ-წითლების" მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარის აღება 8-ჯერ მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

პიონტეკის თამაშით მილანური პუბლიკა მალევე მოიხიბლა. ტიფოზებს მისი უკეთ გაცნობა სურთ და განსაკუთრებით კშიშტოფის წარსულით ინტერესდებიან. ამ თემასთან დაკავშირებით Tuttosport-მა პოლონელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ბავშვობაში "არსენალის" გულშემატკივარი ვიყავი. არსენ ვენგერის სათამაშო სტილი ძალიან მომწონდა და ისეთ ფეხბურთელებს ვაღმერთებდი, როგორებიც ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი იყვნენ".

"ერთხელ გატანილი გოლი ე.წ Pistolero-ს ჟესტით აღვნიშნე და რატომღაც ძალიან მომეწონა. ახლა ყოველი შეგდებული ბურთის შემდეგ Pistolero-ს ვიყენებ. იგი ჩემთვის უკვე ერთგვარი თილისმაა".

"ყველაზე კარგად თავს გენუაში ვგრძნობდი. ზღვა ძალიან მიყვარს. პლუს ამას იქ მშვენიერი კლიმატი იყო, თუმცა მილანშიც კომფორტულად ვარ".

ასევე იხილეთ - მოურინიო ზიდანის დაბრუნებას გამოეხმაურა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები