Aa
Aa

"ლიონთან" არ უნდა ეთამაშა - დემბელე მოედანს 1 თვემდე ჩამოშორდა

“ლიონის“ განადგურებით გახარებულ „ბარსას“ ქომაგებს მატჩის შემდეგ ცოტათი ხასიათი გაუფუჭდათ და ამის მიზეზი უსმან დემბელეს ტრავმაა.

ფრანგი მცირე დისკომფორტს მატჩამდეც გრძნობდა და წესით მას არ უნდა ეთამაშა და ალბათ ასე იქნებოდა, რომ არა 2-0-ის შემდეგ ვალვერდეს საყვარელი პრაგმატიზმი და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში. „ბარსა“ დაისაჯა, „ლიონმა“ გაიტანა და მოედანზე ვითარება დაიძაბა.

მწვრთნელმა დემბელეს გამოყენება გადაწყვიტა და ახალგაზრდა გარემარბსაც კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც ის მოედანზე 3-4 კვირით ჩამოშორდება.

ამ სიახლეში კარგი მხოლოდ ის არის, რომ კატალონიელებს სანაკრებო პაუზამ მოუსწრო და დემბელეს სავარაუდოდ მხოლოდ „ბეტისთან“, „ესპანიოლთან“ და „ვილიარეალთან“ მატჩები გაუცდება. მის დაბრუნებას „ატლეტიკოსთან“ შეხვედრისთვის ვარაუდობენ.

ასევე იხილეთ - ჩერიშევი: "ვფიქრობ, რომ რონალდუ გეი არ არის... ზუსტად არასდროს იცი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები