კაპელო: „რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია
Aa
Aa

კაპელო: „რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია"

დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ჩადენილი გმირობის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. პორტუგალიელ შემტევს არც ლეო მესი ჩამორჩა, რომელმაც „ლიონთან“ დუბლი გაიფორმა და აქტივში 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

რონალდუ და მესი დღესდღეობით საუკეთესოები არიან, თუმცა რომელი მათგანი იკავებს პირველ ადგილს?! საკითხავი სწორედ ესაა! მერვედფინალური ეტაპის მატჩების შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ფაბიო კაპელომ დააფიქსირა. იტალიელმა სპეციალისტმა Sky Sport Italia-სთან ისაუბრა და განაცხადა: „რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია. ფეხბურთში სულ სამი გენიოსი გვყავს! პელე, მარადონა და მესი“.

„კრიშტიანუ მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც ტიტულებს აუცილებლად მოგაგებინებს, მაგრამ მესი რადიკალურად განსხვავებული მოვლენაა! ლეო ნამდვილი გენიოსია“!

„მახსოვს 16 წლის მესი რომ ვიხილე გაოცებული დავრჩი. ლეო 20 წლის წინაც ზუსტად ისე თამაშობდა, როგორც ახლა, რადგან გენიოსადაა დაბადებული".

„მესი ისეთ რაღაცებს იგონებს, რასაც სხვა მის ადგილას ვერც კი შეამჩნევდა. რონალდუმ საკუთარი თავი გამარჯვებულად და ჩემპიონად აქცია, მაგრამ გენიოსი არაა“.

ასევე იხილეთ - რონალდუმ ჰეთ-თრიქი და შემდეგ ეტაპზე გასვლა იწინასწარმეტყველა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები