Aa
Aa

"ბარსელონას" ღირსეული ჟესტი

დაახლოებით ერთი წლის წინ ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ნიკოლას კრუზი შენობაში შეიჭრა და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. მან 17 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა და რომ არა ენტონი ბორხესი გაცილებით მეტი დაიღუპებოდა.

ბორხესი ერთ-ერთ კარს საკუთარი სხეულით გადაეფარა და თავდამსხმელს ოთახში შესვლის საშუალება არ მისცა. გაბრაზებულმა კრუზმა კარს ტყვიები დაუშინა და ენტონის 5 ჭრილობა მიაყენა. ამერიკული პრესის ცნობით მან 20 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ბიჭუნა „ბლაუგრანას“ დიდი გულშემატკივარია და 2016 წელს ფლორიდაში მდებარე „ბარსას“ აკადემიაშიც გამოდიოდა. მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ კატალონიური გრანდის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მანელ აროიო, ენტონის მისსავე სახლში ესტუმრა და „კამპ ნოუზე“ დაპატიჟა.

16 წლის გმირმა ოცნება რამდენიმე საათის წინ აისრულა და ოჯახთან ერთად „ბლაუგრანას“ საშინაო სტადიონი დაათვალიერა. ისინი „ლიონისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას დაესწრნენ, დღეს კი გუნდის ვარჯიშს იხილავენ და ფეხბურთელებს შეხვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები