სად გააგრძელებს კარიერას რადამელ ფალკაო?
Aa
Aa

სად გააგრძელებს კარიერას რადამელ ფალკაო?

გუშინ, „RMC“-სთან საუბარში ფრანგული „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა განაცხადა, რომ ფრანგული კლუბი რადამელ ფალკაოს დაბრუნებას აპირებს, რომელიც ამჟამად ლონდონის „ჩელსიში“ რიგებში ირიცხება.

„ჩვენი უპირველესი მიზანი, რადამელ ფალკაოს „მონაკოს“ რიგებში ხილვაა. მისი დაბრუნება იანვარშიც გვინდოდა, თუმცა იმ დროს ის ტრავმირებული იყო. სეზონის ბოლოს ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ ზაფხულში ის ჩვენს გუნდში დაბრუნდეს“ - განაცხადა ვასილიევმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები