Aa
Aa

ინდიან უელსში 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდა

ნოვაკ ჯოკოვიჩის გავარდნის შემდეგ, ინდიან უელსის ტურნირი სენსაციების გარეშე გრძელდება. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა 1/8 ფინალური ეტაპიც იოლად გადალახა და ფილიპ კრაინოვიჩს 6:3; 6:4 მოუგო.

ესპანელს მეტოქის დასამარცხებლად 88 წუთი დასჭირდა, მისი მომდევნო მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელმაც ადგილობრივთა მთავარ იმედ ჯონ ისნერს 2 სეტში აჯობა.

ასევე მარტივად იმარჯვა როჯერ ფედერერმა, რომელმაც ბრიტანელი კაილ ედმუნდის წინააღმდეგობა 64 წუთში დასძლია. ფედერერს საკუთარი მოწოდება არ დაუკარგავს, მეტოქის კი 3-ჯერ აიღო და 6:1; 6:4 იმარჯვა. „მხიარული როჯერი“ 1/4 ფინალში პოლონელ უმბერ ჰურკაჩს შეხვდება.

ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა დომინიკ ტიმმა ვეტერანი ხორვატი, ივო კარლოვიჩი 2 სეტში დაამარცხა. ავსტრიელს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, მას მეტოქისთვის ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია და 6:4; 6:3 მოიგო.

ტიმის მეტოქე გაელ მონფილსი იქნება, ბოლო მეოთხედფინალური წყვილი კი მილოშ რაონიჩმა და მიომირ კეჩმანოვიჩმა შეადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები