უეფამ ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
Aa
Aa

უეფამ ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" სუპერვარსკვლავი, ნეიმარი უეფას საგამოძიებო ჯგუფის ინტერესთა სფეროში მოექცა, რაც "მანჩესტერთან" წაგებული მატჩის შემდეგ ბრაზილიელის მიერ დაწერილი პოსტის გამო მოხდა.

27 წლის ფეხბურთელმა მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ვერ მოინელა და უეფას მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა: 

„ეს სამარცხვინოა! ისინი ამ ფეხბურთის არმცოდნე 4 ტიპს კვლავ აძლევენ უფლებას, რომ შენელებული კადრით ვიდეო ნახონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!

პენალტი არ იყო. როგორ შეიძლება პენალტი ყოფილიყო, როდესაც ბურთი ზურგზე მოხვდა.

ჯანდაბამდე გზა გქონიათ (Go f**k yourselves!)“.

უეფას მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტი ნეიმარის საქმის შესწავლასა და მის გამოძიებას იწყებს. შესაძლო სასჯელის ფორმა ჯერჯერობით არ სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები