“სწორედ ამიტომ მომიყვანა აქ იუვენტუსმა...“ - რონალდუ მატჩის შემდეგ
Aa
Aa

“სწორედ ამიტომ მომიყვანა აქ იუვენტუსმა...“ - რონალდუ მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოს“ სრულფასოვანი რევანში აუღო და მეოთხედფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

მატჩის გმირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

34 წლის პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და გუნდში არსებულ მენტალიტეტს ხაზი გაუსვა.

“სწორედ ამიტომ მომიყვანა აქ „იუვენტუსმა“, რომ გავაკეთო ის რაც მათ აქამდე არასდროს გაუკეთებიათ.

ეს მენტალიტეტი არის ის რაც ჩვენ გვჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.

მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და დღევანდელი საღამოთი ძალიან ბედნიერი ვარ.

„ატლეტიკოსთან“ თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენც ძლიერები ვართ და დღეს ეს დავამტკიცეთ.

ჩვენ განსაკუთრებული საღამოს მოწყობა გვსურდა და ეს მხოლოდ ჩემი გოლების გამო არ იყო, ეს მთელმა გუნდმა გააკეთა.

ეს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სწორი მენტალიატეტია და ჩვენ ამით უნდა ვამაყობდეთ“.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ უკვე მე-4 ჰეთ-თრიკი შეასრულა. აქედან 3-ჯერ ბოლო 8 შეხვედრაში გაუტანა.

ასევე იხილეთ - რონალდუმ ჰეთ-თრიქი და შემდეგ ეტაპზე გასვლა იწინასწარმეტყველა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები