Aa
Aa

"პსვ" უპირატესობას ფლობს! სიმეონე სკეპტიკურად არის განწყობილი.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ანგარიში ხელს „პსვ ეინდჰოვენს“ აძლევს.

„ბოლო თამაშებში გოლის გატანა საკმაოდ გვიჭირს, მაგრამ ამის გამო მე ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთრ თავზე. გავაგრძელებ მუშაობას იმაზე, რომ გუნდმა შექმნას სახიფათო მომენტები. თუკი ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად გავიტანთ. კარგად ვიმოქმედეთ დაცვაში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც სერიოზული პრობლემების შექმნა შეეძლო კონტრშეტევებზე. პირველ ტაიმში გაცილებით უკეთესად ვმოქმედებდით და გატანაც შეგვეძო, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ საკუთარი ფეხბურთელებით. სერიოზულად ვავიწროვებდით პრესინგით "პსვ–ს" მცველებს. სწორედ ამის წყალობით ვქმნიდით საგოლე ეპიზოდებს. თუ ასე ვითამაშებთ საპასუხო შეხვედრაშიც, აუცილებლად გავიტანთ. ამჟამად კი, არც ისე კარგ სიტუაციაში ვართ, რადგან ფრემ შესაძლოა მეტოქე გაიყვანოს შემდეგ ეტაპზე. „პსვ“ კარგი გუნდია, რომელსაც ახლა გარკვეულ უპირატესობას ფლობს, რადგან სტუმრად გატანილი გოლი ორის ტოლფასი იქნება“ - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები