რონალდუმ ჰეთ-თრიქი და შემდეგ ეტაპზე გასვლა იწინასწარმეტყველა
Aa
Aa

რონალდუმ ჰეთ-თრიქი და შემდეგ ეტაპზე გასვლა იწინასწარმეტყველა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს თავი არაფრით გამოუჩენია. „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა მის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზეს და გასაქანი არ მისცეს.

განმეორებით მატჩში, რომელიც ტურინში გაიმართა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. 34 წლის თავდამსხმელმა „როხიბლანკოს“ უკანახაზელები გააწამა და მეტოქე გუნდის კარი სამჯერ აიღო.

Marca-ს ინფორმაციით კრიშტიანუს საკუთარი გუნდის წარმატების მუდამ სჯეროდა და დარწმუნებული იყო, რომ სასურველ შედეგს დააფიქსირებდა. ესპანური გამოცემის ცნობით მან "ატლეტიკოსთან" მატჩამდე ოჯახის წევრებს და მეგობრებს რამდენჯერმე უთხრა, რომ ჰეთ-თრიქს შეასრულებდა და „იუვენტუსი“ შემდეგი ეტაპის საგზურის დაისაკუთრებდა.

რონალდუს წინასწარმეტყველება ახდა! პორტუგალიელმა იან ობლაკის კარი სამჯერ დალაშქრა და „ბებერი ქალბატონი“ მეოთხედფინალში გაიყვანა. კრიშტიანუმ ორი ბურთი თავური დარტყმით შეაგდო, ერთი კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

პორტუგალიელის გმირობამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. კრიშტიანუს გენიალური გამოსვლა ყველაზე კარგად ალბათ რიო ფერდინანდმა აღწერა, რომელმაც რონალდუს „ფეხბურთის ცოცხალი ღმერთი“ უწოდა.

ასევე იხილეთ - რონალდუმ სიმეონეს უპასუხა! კრიშტიანუს უხამსი ჟესტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები