Aa
Aa

ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება! მავაში და დოჰიოდან გადავარდნილი სეკიტორები

„ჰარუ ბაშოს“ მე-4 დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკის დაუპირისპირდა, რომელსაც პირად შეხვედრებში 3-2-ს ამარცხებდა.

მიმდინარე ბაშოზე ნიშიგიკი ერთ-ერთი აუტსაიდერია და დღევანდელ ბრძოლამდე ბალანსი 0-3-ზე ჰქონდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა დამაჯერებელად წარმართა და იორიტაოშის ილეთით მოიგო. მეტოქე დოჰიოს კუთხეში მიიმწყვდია და საბოლოოდ ორივე მათგანი გადავარდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე კადობანში იმყოფება და მას მინიმუმ 8 ბრძოლის მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი სეკიტორი ოძეკის წოდებას დაკარგავს.

ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად მავაშის აღება უყვარს. „ჰარუ ბაშოზე“ კაისეის ბალანსი 0-4-თან აქვს.

ლევანი კაისეის ურთიერთშეხვედრებში 11-7-ს უგებს.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო სამი ბრძოლიდან ყველა შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.

ასევე იხილეთ - ბითაძე ადრიატიკილ ლიგის 21-ე ტურის MVP გახდა

ცხელი ამბები