Aa
Aa

სულშერი ცენტრალური მცველის შეძენას აღარ აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი, ოლე გუნარ სულშერი, ზაფხულში ცენტრალური მცველის შეძენას აღარ აპირებს. ნორვეგიელი სპეციალისტის წინამორბედი, ჟოზე მოურინიო დაცვის ხაზის გაძლიერებას ითხოვდა, თუმცა „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი დამრიგებელი სხვა აზრზეა.

The Sun-ის ინფორმაციით სულშერი „მანჩესტერის“ უკანახაზელებს ენდობა და დარწმუნებულია, რომ ისინი გაცემულ ავანსებს გაამართლებენ. საგულისხმოა ისიც, რომ მაღალი დონის ცენტრალური მცველის გადაბირება „იუნაიტედს“ საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 80 მილიონი ფუნტი, დაუჯდებოდა.

ბრიტანული გამოცემის ცნობით ოლე გუნარი გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას და მარჯვენა გარემარბის შეძენას გეგმავს. „წითელი ეშმაკები“ სამ ვარიანტს განიხილავენ. „მანჩესტერის“ მესვეურებს ჯეიდონ სანჩოს, დუგლას კოშტას და ივან პერიშიჩის შეძენა სურთ.

სულშერის „ოლდ ტრაფორდზე“ მოსვლის შემდეგ გუნდში ატმოსფერო მკვეთრად შეიცვალა. „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური დაიბევა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვისაც იბრძვის. ნორვეგიელი სპეციალისტის კოლექტივის დაცვის ცენტრს სმოლინგი და ლინდელოფი ამაგრებენ და არც თუ ისე ცუდად გამოიყურებიან.

ასევე იხილეთ - რონალდუმ სიმეონეს უპასუხა! კრიშტიანუს უხამსი ჟესტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები