Aa
Aa

ფერდინანდი: "კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ცოცხალი ღმერთია"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. პორტუგალიელმა შემტევმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი მიითვალა და „ბიანკონერის“ მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

რონალდუს გმირობას საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კრიშტიანუ ბევრმა ცნობილმა სახემ შეაქო და გამონაკლისი არც რიო ფერდინანდი აღმოჩნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პორტუგალიელი თავურების სპეციალისტს, დანკან ფერგიუსონს, შეადარა და განაცხადა: „კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ცოცხალი ღმერთია! ის, რასაც პორტუგალიელი მოედანზე აკეთებს, საოცრებაა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის ყველა რეკორდი აქვს დამყარებული“.

„პირველი გოლის ეპიზოდმა საუკეთესო ფორმაში მყოფი დანკან ფერგიუსონი გამახსენა. რონალდუმ მის სტილში ითამაშა და მეტოქე გუნდის კარი შესანიშნავი თავური დარტყმით აიღო“.

BT Sport-ის პირდაპირ ეთერში ფერდინანდმა კომენტარი რაჰიმ სტერლინგის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა: „სტერლინგი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ რაჰიმს სათანადოდ არავინ აფასებს. ჩემი აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ იგი შავკანიანია. პირადად ჩემთვის სტერლინგი წელს საუკეთესოა".

ასევე იხილეთ - რონალდუმ სიმეონეს უპასუხა! კრიშტიანუს უხამსი ჟესტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები