Aa
Aa

"რეალში" დაბრუნებული ზიდანის პირველი პრესკონფერენცია

„მადრიდის რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდისთვის იდეალური გადაწყვეტილება მიიღო და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი დააბრუნა. „ზიზუ“ „სამეფო კლუბს“ სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს. ამის შემდეგ ის 2022 წლამდე დარჩება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი ფრანგი სპეციალისტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ზიდანი "სანტიაგო ბერნაბეუზე" რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. მას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები შეეგებნენ, როგორებიც ხენტო, რაული, რობერტო კარლოსი და ბუტრაგენიო არიან.

პრესკონფერნეცია ფლორენტინო პერესმა გახსნა. მან ჟურნალისტებს "ახალი პროექტი" გააცნო და ზიდანის დაბრუნებით მიღებული სიხარული გამოხატა. "რეალის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრანგს "სამეფო კლუბის" თავკაცის პოსტი 5 დღის წინ შესთავაზა და მადლობა გადაუხადა: "მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაბრუნდა! „ზიზუ“, დიდი მადლობა ერთგულებისთვის“.

პერესის შემდეგ მიკროფონთან ზიდანი მივიდა.

ვიცი ყველასთვის განსაკუთრებული დღეა და ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს მუშაობას როდის შევუდგები და კლუბს ძველი დიდების დაბრუნებაში დავეხმარები".

„ერთი რამ გარკვევით მინდა ვთქვა. „რეალი“ მაშინ დავტოვე, როცა საჭიროდ ჩავთვალე. „სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტზე გატარებული ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ მივიჩნიე, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო, რადგან გუნდმა ყველა ტიტული დაისაკუთრა“.

რეალიდან" წასვლის შემდეგ რამდენიმე წინადადება მივიღე, მაგრამ მადრიდში დარჩენა მსურდა და შეთავაზებებზე უარი განვაცხადე. ფლორენტინოს თხოვნისას ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო - მე მზად ვარ. დავბრუნდი, რადგან პრეზიდენტმა დამირეკა და პერესი და "სამეფო კლუბი" ძალიან მიყვარს. მიხარია ისევ "რეალის" მთავარი მწვრთნელი რომ ვარ, თუმცა ამავდროულად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან "ლოს ბლანკოსს" ბევრი გულშემატკივარი ჰყავს".

შარშან ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, მაგრამ "ლა ლიგის" და "კოპა დელ რეის" დასაკუთრება ვერ მოვახერხეთ. მაშინ გუნდის თავკაცი მე ვიყავი და ზუსტად ვიცი პრობლემა რაშია. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლუბმა დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს და უკეთესი შედეგი აჩვენოს".

წარმატების მისაღწევად ცვლილებების გატარება აუცილებელია და ამისთვის საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. "რეალი" წელს "ლა ლიგაში" ცუდად გამოიყურება. შარშანაც, როცა მთავარი მწვრთნელი ვიყავი, იგივე სიტუაცია იყო. ყოველთვის ყველა ტურნირის მოგება გამორიცხულია. მარცხი აუცილებელია, რათა შემდეგში დაკარგულ დიდებას დაუბრუნდე“.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რომ არსებობდეს აქ არ ვიქნებოდი. პოზიტიური ადამიანი ვარ და იმედი მაქვს სეზონის დასკვნით ნაწილს ღირსეულად ჩავატარებთ“.

„რეალის" პრეზიდენტმა დამირეკა და კლუბში დაბრუნების სურვილი მეც მქონდა. სულ ესაა. შესაძლოა ოთხი თვის წინ ყველაფერი სხვანაირად განვითარებულიყო და მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე უარი მეთქვა, ვინ იცის?! ვთვლი, რომ იდეალურ დროს დავბრუნდი. ერთი სული მაქვს გამოწვევებს როდის გავუმკლავდები".

ასევე იხილეთ - კონორ მაკგრეგორი დააპატიმრეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები