Aa
Aa

კევინ დურანტი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ამერიკული გამოცემების ცნობით „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ სუპერვარსკლავი, კევინ დურანტი, სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და გუნდს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. „კეიდიმ“ დაზიანება „ფინიქს სანსთან“ მატჩში მიიღო. მეოთხე მეოთხედში მას ფეხი გადაუბრუნდა და პარკეტის დატოვება მოუწია.

NBA-ის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა დურანტი „როქეთსთან“ თამაშს. მის გარეშე კი ოკლენდელებს ძალიან გაუჭირდებათ. მაიკ დენტონის ბიჭებს მიჯრით 9 შეხვედრაა არ წაუგიათ. თანაც „გოლდენ სტეიტი“ წელს უკვე სამჯერ ჰყავთ დამარცხებული.

დურანტმა მიმდინარე სეზონში „უორიორსის“ მაისური 65-ჯერ მოირგო. იგი საშუალოდ 27.4 ქულას, 6.7 მოხსნას და 5.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „კეიდისთან“ ერთად „მეომრებმა“ სასურველი შედეგის დაფიქსირება 45 შეხვედრაში მოახერხეს.

სტივ კერის ბიჭები პლეიოფში საშინაო კედლების უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებენ და უშუალო მდევარს, „დენვერს“, ორი, ხოლო „ჰიუსტონს“ სამი მოგებით უსწრებენ.

ასევე იხილეთ - კიდევ ერთხელ - მატჩის MVP! ბითაძემ ყოფილ გუნდს 22 ქულა ჩაუგდო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები