Aa
Aa

NBA-მ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

გამთენიისას ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში NBA-მ ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი, ანდრე დრამონდი, გამოარჩია. 25 წლის ცენტრი უკანასკნელ სამ შეხვედრაში საშუალოდ 22.3 ქულას, 18 მოხსნას და 1.3 დაფარებას აგროვებდა. დრამონდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „დეტროიტმა“ სამივე შეხვედრაში იმარჯვა. „პისტონსმა“ ორჯერ „ჩიკაგო ბულზს“ სძლია, ერთხელ კი „მინესოტა ტიმბერვულვზი“ დაამარცხა.

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელის სტატუსი „მემფის გრიზლისის“ გამთამაშებელმა, მაიკ კონლიმ დაისაკუთრა. იგი საშუალოდ 31.3 ქულას, 7.7 შედეგიან გადაცემას და 1.3 ჩაჭრას აკეთებდა.

კონლის წინამღძოლობით მიმდინარე სეზონის აუთსაიდერმა სამივე მატჩი მოიგო და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“, „იუტა ჯაზს“ და „ორლანდო მეჯიქს“ სძლია. აღსანიშნავია, რომ კონლიმ ეს ჯილდო კარიერაში პირველად დაისაკუთრა.

ანდრე დრამონდის „დეტროიტი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და 34 მოგებითა და 31 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „მემფისს“, მაიკ კონლის და კომპანიის ანგარიშზე 28 მოგებაა. ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციას იკავებენ.

ასევე იხილეთ - კიდევ ერთხელ - მატჩის MVP! ბითაძემ ყოფილ გუნდს 22 ქულა ჩაუგდო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები