ჰაკან შუქური შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს
Aa
Aa

ჰაკან შუქური შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს

თურქეთის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ყოფილ ფეხბურთელ, ჰაკან შუქურს 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მას ბრალი თურქეთის პრეზიდენტისა და მისი შვილის შეურაცჰყოფისთვის წაუყენეს.

ჰაკან შუქურმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა და პოლიტიკაში წავიდა. იგი ერთ-ერთ მმართველი პარტიის თავჯდომარის მოედგილე იყო, თუმცა 2013 წელს მან პარტია დატოვა და თურქეთის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი გახლდათ. რამდენიმე ხნის წინ კი, ყოფილმა ფეხბურთელმა „Twitter“-ზე თურქეთის პრეზიდენტისა და მისი შვილის მიმართ შეურაცმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც შესაძლოა საკანს მიღმა ყოფნა 4 წლის ვადით მოუწიოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები