Aa
Aa

შტრუფმა ზვერევი გაანადგურა - ინდიან უელსის ტურნირი მსოფლიოს მე-3 ჩოგნის გარეშე დარჩა

მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ალექსანდრ ზვერევი ინდიან უელსის ტურნირს 1/16 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ახალგაზრდა გერმანელი თანამემამულე იან-ლენატ შტრუფთან მხოლოდ 4 გეიმის მოგებას დასჯერდა და 3:6; 1:6 წააგო.

ზვერევმა აღნიშნული წარუმატებლობის მიზეზად ვირუსი დაასახელა და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ბოლო 1 კვირის განმავლობაში ავად ვიყავი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არაფერს ცვლის. ვფიქრობ, არ გამიმართლა, რადგან საიდანღაც ვირუსი შემეყარა და მასთან ბრძოლა მომიწია“.

რაც შეეხება 28 წლის იან-ლენარ შტრუფს, იგი ტურნირის მომდევნო წრეში მშვენიერ ფორმაში მყოფ მილოშ რაონიჩს შეხვდება. თავის მხრივ, გიგანტმა კანადელმა დავიდ ჟირონის წინააღმდეგ 3 სეტიანი შეხვედრა ჩაატარა და 4:6; 6:4; 6:4 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები