Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

იუტა - ოკლაჰომა  89 – 98

რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომამ“ მორიგი გამარჯვება დაიბევა და ამჯერად საპლეიოფო საგზურისთვის მებრძოლ „იუტას“ სძლია.

„თანდერს“ 24 ქულით დენის შროდერმა ულიდერა. უესტბრუკმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 23 ქულა, 11 მოხსნა. პოლ ჯორჯი 14 ქულას დასჯერდა. სტივენ ადამსმა და ჯერემი გრენტმა კი 12-12 ქულა დააგროვეს.

„იუტას“ რიგებში საუკეთესო დონოვან მიჩელი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. რუდი გობერმა აქტივში 15 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსული ჯეი კრაუდერმა კი 12 ქულა მიითვალა.

კლიპერსი - ბოსტონი 140 – 115

დოკ რივერსის „კლიპერსი“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ლოს-ანჯელესელებს უკანასკნელი 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და წარმატებას „ბოსტონთან“ მატჩშიც მიაღწიეს.

„კლიპერსის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ლუ უილიამსმა შეიტანა, რომელმაც აქტივში 34 ქულა ჩაიწერა. დანილო გალინარიმ თავი 25 ქულას მოუყარა. მონტრეზლ ჰერელი კი 20 ქულას დასჯერდა.

„ბოსტონს“ 26 ქულით ტერი როზიერმა ულიდერა. ჯეილენ ბრაუნმა გუნდს 22 ქულა შესძინა. კაირი ირვინგმა კი 18 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

კლივლენდი - ტორონტო 126 – 101

ვაშინგტონი - საკრამენტო 121 – 115

ბრუკლინი - დეტროიტი 103 – 75

ჰიუსტონი - შარლოტი 118 - 106

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები