Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი დააპატიმრეს

UFC-ის ვარსკლავი, კონორ მაკგრეგორი, მორიგ სკანდალში გაეხვა. ირლანდიელი მებრძოლი მაიამი ბიჩის პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა მაკგრეგორი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ერთ-ერთ ქომაგს ტელეფონი დაუმტვრია.

პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კონორი და მისი გულშემატკივარი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, როცა მათ შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება ქომაგის ქმედებებმა გამოიწვია. მან ფოტოს გადაღება სცადა, რამაც ირლანდიელი მებრძოლი გააღიზიანა.

კონორმა მას მობილური ტელეფონი წაართვა, ძირს დააგდო, ფეხი რამდენჯერმე დაარტყა და შემდეგ თან წაიღო. დაზარალებულის თქმით ნივთის ღირებულება 1000 დოლარს შეადგენდა.

ინციდენტი ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მაიამი ბიჩის პოლიციამ კონორი მაშინვე არ დააპატიმრა. ფლორიდელმა სამართალდამცველებმა იგი გამოძიების დასრულების შემდეგ აიყვანეს. კონორს ბრალად ძარცვა და ხულიგნობა ედება. იგი რამდენიმე საათის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ირლანდიელმა 12500 დოლარი გადაიხადა.

მოგვიანებით ინციდენტს კონორის ადვოკატი, სამუელ რაბინი გამოეხმაურა და განაცხადა: „კონორი მობილური ტელეფონის გამო მომხდარ დაპირისპირებაში გახლდათ ჩართული, რასაც პოლიციაში ზარი მოჰყვა. მაკგრეგორი სამართალდამცველებს პატივს სცემს და მათთან თანამშრომლობას გეგმავს“.

ასევე იხილეთ - რრრანაირად?! - როცა ყველაფერს იდეალურად აკეთებ, მაგრამ...

ცხელი ამბები