Aa
Aa

"ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია" - ალბამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ბარსელონას" 29 წლის ესპანელმა მარცხენა მცველმა ხორი ალბამ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

ალბამ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა და ის "კამპ ნოუზე" 2024 წლამდე დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა კი 150 მილიონიდან 400 მილიონამდე გაიზარდა.

"ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. ჩემი ოცნება ყოველთვის "კამპ ნოუზე" დარჩენა იყო", - განაცხადა ალბამ.

შეგახსენებთ, რომ ალბა "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია, თუმცა ის საფეხბურთო სამყარომ "ვალენსიაში" თამაშის დროს გაიცნო, საიდანაც იგი "კამპ ნოუზე" დაბრუნდა. "ბარსას" მისი შეძენა 14 მილიონი ევრო დაუჯდა.

უამრავი ტიტულის მოგებასთან ერთად ხორდი ალბა გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ითვლება. ის ლეო მესისთან იმდენად იდეალურად არის შეთამაშებული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს თვალახვეულიც გაუგებენ.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ლეო მესის კონტრაქტის გახანგრძლივებასაც ფიქრობს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყბეულიც აქვს.

ასევე იხილეთ - ოფიციალურად: ზიდანი "რეალში" დაბრუნდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები