ოფიციალურად: ზიდანი
Aa
Aa

ოფიციალურად: ზიდანი "რეალში" დაბრუნდა!

ბევრი ფიქრისა და მცდელობის შემდეგ ფლორენტინო პერესმა "რეალისთვის" იდეალური გადაწყვეტილება მიიღო და გუნდში ზინედინ ზიდანი დააბრუნა!

პერესმა ზიზუ დაითანხმა და ფრანგი სამეფო კლუბის მესაჭის პოსტზე მეორედ იმუშავებს.

Marca-ს ინფორმაციით, ზიდანი "რეალს" სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს, ამის შემდეგ ის კლუბში 2022 წლამდე დარჩება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი ფრანგი სპეციალისტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პლუს ამას, ზიდანს ექნება სრული ნდობა სატრანსფერო გეგმებზე. რასაც ის მოისურვებს იმას გააკეთებს პერესიც.

არანაირი ჟოზე მოურინიო, ან მაურისიო პოჩეტინო - "რეალში" ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები ზიდანი ბრუნდება!

სამეფო კლუბის ქომაგები ამ ინფორმაციამ შოკში ჩააგდო და ინტერნეტსივრცეში დაახლოებით მსგავსი ზეიმია როგორიც ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს ქჰონდათ.

ვნახოთ როგორი იქნება ზიდანის "მეორედ მოსვლა".

ასევე იხილეთ - დიდი თანხა და ფეხბურთელები - როგორ დაიყოლია პერესმა ზიდანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები