აზარი:
Aa
Aa

აზარი: "წელს ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება"

ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელი სუპერვარსკლავი, ედენ აზარი, დარწმუნებულია, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. წელს ჩემპიონობისთვის „ლივერპული“ და „სიტი“, ოთხეულში მოსახვედრად კი „ტოტენჰემი“, „არსენალი“, „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ იბრძვიან.

„არისტოკრატები“ 57 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მაურიციო სარის ბიჭებმა ბოლო შეხვედრაში „ვულვზის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხეს, მომდევნო მატჩში კი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ევერტონს“ გაეჯიბრებიან.

ბელგიელმა ფეხბურთელმა უახლოესი მომავლის შესახებ Chelsea TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა: „წელს ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. ჩვენ 9 შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და სასურველი მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვსურს და გვჯერა, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა ქომაგებს გავახარებთ“.

აზარის გარდა საკუთარი გუნდის ძალებში „ლურჯების“ თავკაცი, მაურიციო სარიც, დარწმუნებულია. იტალიელმა სპეციალისტმა „ვულვზთან“ მოპოვებული ქულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი კოლექტივი საუკეთესო ოთხეულში აუცილებლად მოხვდება.

ასევე იხილეთ - უქმეების TOP 10 გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები