სალგადო: “ემერი განსაკუთრებული სპეციალისტია, მაგრამ“
Aa
Aa

სალგადო: “ემერი განსაკუთრებული სპეციალისტია, მაგრამ“

უნაი ემერის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „მეთოფეებმა“ 30-ე ტურის შეხვედრაში საოცრად მოასპარეზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ სძლიეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალეს. ლონდონელები 60 ქულით პრემიერ ლიგის მეოთხე ადგილს იკავებენ და „წითელ ეშმაკებს“ ორი ქულით უსწრებენ.

„არსენალის“ დამრიგებელს, უნაი ემერის, ბევრი აქებს. მან საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, თუმცა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ წინაღობებს შეეჩეხა. ესპანელი სპეციალისტის კოლექტივის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მესუთ იოზილს უკავშირდება. ეს უკანასკნელი ეგოისტური ხასიათით გამოირჩევა, რასაც უნაი ვერაფერს უხერხებს.

ამ საკითხის შესახებ ამერიკულ გამოცემებს „მადრიდის რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, მიჩელ სალგადო, ესაუბრა და განაცხადა: „ემერი განსაკუთრებული სპეციალისტია, მაგრამ ეგოისტური ხასიათის მქონე ფეხბურთელებთან გამკლავება არ შეუძლია. მას გუნდურ თამაშზე ორიენტირებული მოთამაშეები სჭირდება. ისეთები, რომელთა გამოწვრთნას, განვითარებას და საკუთარ სისტემაში ჩართვას მოახერხებს“.

„თუ მას სასურველი შემადგენლობა ჰყავს წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. „სევილიამ“ ევროპა ლიგა ზედიზედ სწორედ ამიტომ მოიგო. ანდალუსიელების რიგებში მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, მაგრამ დიდი ეგო არცერთ მათგანს ჰქონია“.

„ემერი ასეთ ფეხბურთელებთან გამკლავებას სწავლობს. „პსჟ“-ში ძალიან გაუჭირდა, რადგან პარიზში დიდი ეგო რამდენიმე მოთამაშეს ჰქონდა. „არსენალში“ სიტუაცია სხვანაირადაა. აქ ერთადერთი იოზილი გამოირჩევა, თუმცა ვფიქრობ ყველაფერი მალე შეიცვლება“.

ასევე იხილეთ - რრრანაირად?! - როცა ყველაფერს იდეალურად აკეთებ, მაგრამ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები