სიმეონე „პსვ ეინდჰოვენს“ უფრთხის?
Aa
Aa

სიმეონე „პსვ ეინდჰოვენს“ უფრთხის?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდის „ატლეტიკოს“ სტუმრად „პსვ ეინდჰოვენს“ დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ გააკეთა, რომელიც მის მეტოქეს საკმაოდ სერიოზულად უყურებს და ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს.

„პსვ“ ძალიან ძლიერი მეტოქეა. ჰოლანდიელები განსაკუთრებით სახიფათო შეტევაში არიან და მათ ჩვენთვის საკმაოდ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. გარდა ამისა, მათ შესანიშნავად შეუძლიათ სტანდარტულების გამოყენება ინდივიდუალური ან გუნდური მოქმედებების შედეგად. შევეცდებით მატჩის მსვლელობა ჩვენ ვაკონტროლოთ, რადგან ასეთ გუნდებთან დაპირისპირებაში, საკმაოდ ბევრი ძალების დახარჯვა გიწევს და საჭიროა, რომ ტაქტიკურად ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. სულმოუთქმელად ველოდები შეხვედრის დაწყებას“ - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები