Aa
Aa

სერენა უილიამსი ინდიან უელსის ტურნირიდან მოეხსნა

ინდიან უელსის საჩოგბურთო ტურნირის ქალთა გათამაშებამ სერენა უილიამსი დაკარგა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და განაცხადის მოხსნა მოუწია

როგორც ირკვევა, უმცროს უილიამსს ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც ტურნირის მე-2 წრეში გარბინ მუგურუსასთან შეხვედრის ჩამთავრება ვერ შეძლო. ესპანელმა ჩოგბურთელმა სერენას პირველი სეტი 6:3 მოუგო, მეორეში კი 1:0-ს ამარცხებდა, როცა ამერიკელმა კორტზე მწვრთნელი და სამედიცინო შტაბი გამოიძახა, მათთან კონსულტაციის შემდეგ კი თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ უილიამსმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და 3:0 დაწინაურდა, რასაც ზედიზედ 7 გეიმის წაგება და უკვე ნახსენები გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

სერენა უილიამსს უშუალოდ ინდიან უელსის ტურნირი 2-ჯერ აქვს მოგებული, მან ტიტული 1999 და 2001 წლებში მოიპოვა. იგი დიდი სლემის ტურნირების 23 გზის გამარჯვებულია, ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში კი მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები