ვენგერი: ამაში სასირცხვილო არაფერია
Aa
Aa

ვენგერი: ამაში სასირცხვილო არაფერია

ლონდონის „არსენალის მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელშიც მისი გუნდი, კატალონიის „ბარსელონასთან“ საკუთარ მოედანზე 0-2 დამარცხდა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ მეტოქისთვის კონტრშეტევების გაკეთების უფლება არ უნდა მიგვეცა, თუმცა ზუსტად ის შეცდომა დავუშვით, რის აღსაკვეთადაც ამდენი ხანი ვმუშაობდით. კონტრშეტევების დროს, ისინი პრაქტიკულად 100 პროცენტიანი სიზუსტით მოქმედებენ. ისინი ჩვენზე ძლიერები არიან და ამაში არაფერი არ არის სასირცხვილო. „ბარსელონა“ „ჩემპიონთა ლიგის“ მოქმედი გამარჯვებულია და ამის გაკეთების ნომერ პირველი კანდიდატები წელსაც ისინი არიან“ - განაცხადა არსენ ვენგერმა „BT Sport“-თან პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები