Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

სან ანტონიო - მილუოკი 121 – 114

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ საშინაო კედლებში ბრწყინვალედ თამაშობს, რაც გამთენიისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ტეხასელებმა საკუთარ პარკეტზე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „მილუოკის“, უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„სპურსს“ 29 ქულითა და 15 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა. დემარ დეროუზენმა თავი 28 ქულასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა. სათადარიგო სკამიდან შემოსული მარკო ბელინელი და პეტი მილსი კი 16-16 ქულას დასჯერდნენ.

„მილუოკის“ რიგებში ტრადიციულად იანის ანტეტეკოუნმპო გამოირჩა, რომელმაც აქტივში 27 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ერიკ ბლედსოუმ 21 ქულა დააგროვა. კრის მიდლტონმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 111 – 115

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, იგორ კოკოშკოვის, „ფინიქსმა“ უდიდესი სენსაცია გამოაცხო და სტუმრად NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“, დაამარცხა.

არიზონელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი დევინ ბუკერმა შეიტანა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში „სანსის“ მიჯრით 13 ქულა მიითვალა და საბოლოოდ 37 ქულასა და 11 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. ბუკერის გარდა 22 ქულით კელი უბრე ჯუნიორი გამოირჩა, დეანდრე ეიტონს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 18 ქულა, 9 მოხსნა.

„მეომრების“ რიგებში 28 ქულით საუკეთესო კლეი ტომპსონი გახლდათ. კევინ დურანტმა 25 ქულა დააგროვა. სტეფ კარიმ კი 18 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ კარიმ და კლეიმ ჯამში 22 სამქულიანი გააფუჭეს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

სხვა მატჩების შედეგები

დეტროიტი - ჩიკაგო 131 – 108

მაიამი - ტორონტო 104 – 125

ფილადელფია - ინდიანა 106 – 89

ატლანტა - ნიუ ორლეანი 128 – 116

მემფისი - ორლანდო - 105 – 97

დალასი - ჰიუსტონი 93 – 94

მინესოტა - ნიუ იორკი 103 – 92

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები